მთავარი »
2014 »
ივნისი »
8 » მრგვალი მაგიდა წყალტუბოში - ქალი-მაჟორიტარი კანდიდატებისა და დევნილთა ჯგუფების შეხვედრა
17:49 მრგვალი მაგიდა წყალტუბოში - ქალი-მაჟორიტარი კანდიდატებისა და დევნილთა ჯგუფების შეხვედრა |
|
ტელეკომპანია „რიონზე“ 8 ივნისს გასულმა სიუჟეტმა ასახა ორი მრგვალი მაგიდა, რომელიც ფონდი „სოხუმის“ წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის ქალ-კანდიდატებსა („ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები) და დევნილთა ჯგუფებს შორის. შეხვედრების ორგანიზატორები არიან ქსელი „სინერგიას“ წევრები - ფონდი „სოხუმი“, მეწარმე ქალთა ფონდი, პედაგოგთა კავშირი „განათლება და სამყარო“. წყალტუბოში 8 პოლიტიკური პარტიაა წარმოდგენილი და გამსვლელ სიებში გენდერული ბალანსი ნაკლებად არის დაცული.
ინტერვიუებში ქალმა კანდიდატებმა გამოთქვეს რწმენა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში აუცილებლად მოხვდებიან ქალები და იქნებიან შუამავალი მოქალაქეთა ჯგუფებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის.
|
|
კატეგორია: მრგვალი მაგიდები |
ნანახია: 732 |
დაამატა: admin
| რეიტინგი: 0.0/0 |