15 მარტს ხობში ადგილობრივი საკრებულოსა და გამგეობის წევრებთან შედგა შეხვედრა "ფოკუს ჯგუფის” ფორმატით, რომელიც მონაწილეთა პოზიციებს განსაზღვრავდა ქვეყანაში გენდერული პოლიტიკის მიმართ.
მიუხედავად იმისა, რომ მონაწილეთა აბსოლუტური უმრავლესობა მიესალმება საკანონმდებლო ორგანოებში ქალთა წარმომადგენლობის ზრდას, ბევრი მათგანისათვის (აქ შედის მამაკაცთა უმრავლესობა და ქალების ნაწილი) არ მიიჩნევს მიზანშეწონილად "მექანიკურ” ღონისძიებებს ქალთა მხარდაჭერისათვის. მათი პოზიციით, თუ ქალს გაჩნია ის თვისებები, რაც პოლიტიკაში წარმატებისთვის არის საჭირო - შეუზღუდავი დრო, მაღალი პროფესიონალიზმი, მიზანდასახულობა, მტკიცე და მებრძოლი ხასიათი, ის აუცილებლად მიაღწევს წარმატებებს და არაფერში დასჭირდება "დროებითი ღონისძიებები”. ხოლო საკითხი, რომ აუცილებელია, ქალი წარმოდგენილი იყოს პოლიტიკაში და მას იქ საკუთარი ადგილი აქვს - ხობის საკრებულო, მათი აზრით, ამის დემონსტრირების საშუალებას იძლევა.
პროექტი ხორციელდება „საერთაშორისო განგაშის" (International Alert, დიდი ბრიტანეთი) მხარდაჭერით.