ორშაბათი, 29.04.2024, 07:28
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2011 » აგვისტო » 30 » ამომრჩეველ ქალთა ლიგის მრგვალი მაგიდა ქუთაისის კლუბში
10:24
ამომრჩეველ ქალთა ლიგის მრგვალი მაგიდა ქუთაისის კლუბში


ფონდი „სოხუმის" საკონფერენციო დარბაზში მრგვალი მაგიდის გარშემო დასავლეთ საქართველოს 7 ქალაქის (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, ხობი, ბათუმი, ზუგდიდი, ოზურგეთი)  ამომრჩეველ ქალთა ლიგის წევრები შეიკრიბნენ.

ამომრჩეველ ქალთა ლიგის ერთწლიანი მუშაობა დადებითად შეფასდა. ჩატარებული  ვორკშოპების- ადვოკატირება და ლობირება, ლიდერი და მისი გუნდი, მოსალოდნელი ცვლილებები საარჩევნო კოდექსში-შედეგად  ქალთა აქტიურობის და ინფორმირებულობის დონე ამაღლდა. შეიქმნა ადვოკატირების ხუთკაციანი ჯგუფები, რომელთაც შეძლეს   ელექტროენერგიით, წყლით მომარაგებისა და სხვა საყოფაცხოვრებო    პრობლემების  ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გადაჭრა. გამოიცა საინფორმაციო კალენდარი, რომელიც ამომრჩეველ ქალთა ლიგის მუშაობას ასახავს. ჩატარდა ბევრი კულტურული თუ გაცვლითი ღონისძიება.

მონაწილეთა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია თემებმა-პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო სამზადისი,  კანონის გენდერული თანასწორობის შესახებ (სამოქმედო გეგმა) გაცნობა და ანალიზი.

დღის ბოლოს ჩატარდა ჯგუფური  სამუშაო-საპარლამენტო არჩევნები-პრობლემები და გადაჭრის გზები.

შეხვედრას ესწრებოდა ფონდი „სოხუმის" დონორი შვედური ორგანიზაციის - „Kvinna Till Kvinna"-ს წარმომადგენელი მარი ვირდე.

- მიხარია, რომ ვარ თქვენთან. დიდი ხანია ვთანამშრომლობთ ფონდ „სოხუმთან".  ჩვენი მიზანია, მეტი ქალი ლიდერი იყოს, რათა მსოფლიოში მივაღწიოთ მშვიდობას! ვგეგმავთ ვორკშოპებსა და ტრენინგებს ქალბატონებისათვის საქართველოს სხვდასხვა რეგიონში,-აღნიშნა მარი ვირდემ.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

 


კატეგორია: მრგვალი მაგიდები | ნანახია: 982 | დაამატა: moderatori | ტეგები: U.S. Embassy | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0