ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შეფასებას და ახლად არჩეულ საკრებულოსთან მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივას დაეთმო ამომრჩეველ ქალთა კლუბის შეხვედრა ხონში.
არჩევნების შეფასებისას აღინიშნა, რომ ხონში ამომრჩეველთა საკმაოდ მაღალი აქტივობა დაფიქსირდა 61,09% (ცესკოს მონაცემებით).
მიუხედავად იმისა, რომ არჩეული საკრებულოს წევრებს შორის ვერცერთი ქალი ვერ მოხვდა, კლუბის წევრები გეგმავენ ადგილობრივ მთავრობაში მოსული მამაკაცების წინაშე მეტი აქტიურობით დააყენონ სოციალური და სხვა სახის პრობლემები, რომელთა გადაჭრაც მნიშვნელოვანია ხონში მცხოვრები დევნილებისა და ასევე ადგილობრივებისათვის.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)