რა სახის ცვლილებებია შეტანილი ადგილობრივი თვითმმართველობის საარჩევნო კანონში; როგორ უნდა დაკომპლექტდეს საარჩევნო სიები; რა უფლებები აქვთ ამომრჩევლებს, რას გულისხმობს საარჩევნო აგიტაცია, როგორ ინიშნება მერი თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში - ამ და სხვა საკითხებზე ისაუბრა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელმა ქალბატონმა ნინო თვალთვაძემხონის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებთან.
- არჩევნები საკმაოდ გრძელვადიანი, ხანგრძლივი პროცესია, რომელშიც ჩვენი საზოგადოება აქტიურად უნდა იყოს ჩართული - აღნიშნა მან.
საარჩევნო კანონის განხილვის შემდეგ მონაწილეებმა განსახლების საკითხებთან დაკავშირებით იურისტისგან კომპეტენტური კონსულტაციებიც მიიღეს.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)