პარასკევი, 03.05.2024, 02:08
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » აქციები

ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდული ქსელის მიერ ინიცირებული ე. წ. „მშვიდობის გაკვეთილები“  ექვსივე ქალაქში ჩატარდა. აქცია მშვიდობის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. მე-9-მე-11 კლასის მოსწავლეებმა გაიხსენეს ჩვენი ქვეყნის ახლო ისტორია, რომელიც  დიდ ტკივილად რჩება თითოეული ქართველისათვის. ლიდერების მიზანი იყო, ახალგაზრდებისათვის ეჩვენებინათ, რომ მშვიდობა იწყება სიყვარულით, „ახალმა თაობამ უნდა გადადგას  პირველი ნაბიჯები, რაც მშვიდობიან და ჰუმანურ საზოგადოებამდე მიგვიყვანს“. მოსწავლეების და მასწავლებლების თქმით, ასეთი სახით მოზარდებთან მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მათ გააცნობიერონ მშვიდობის არსი და გახდნენ  მშვიდობისმყოფელნი. ახალგაზრდული ქსელი მომავალშიც გააგრძელებს ამ კუთხით  მუშაობას.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

 

კატეგორია: აქციები | ნანახია: 707 | დაამატა: admin | თარიღი: 22.09.2014

სენაკში არავის უკვირს ფონდი „სოხუმის“ ინიციატივით ჩატარებული აქციები.

ამჯერად ქალთა მხარდაჭერის ცენტრის აქტივისტებმა აქცია მიუძღვნეს მშვიდობის საერთაშორისო დღეს - 21 სექტემბერს.

აქციას შეუერთდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც ყოველთვის მხარს უჭერენ ფონდი „სოხუმის“ ინიციატივებს.

აქციის ბოლოს მონაწილეებმა ფრანი გაუშვეს - როგორც მშვიდობის სიმბოლო. 

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: აქციები | ნანახია: 768 | დაამატა: admin | თარიღი: 21.09.2014

21 სექტემბერი მშვიდობის საერთაშორისო დღეა - გაეროს გააწყვეტილებით, ეს დღე 1982 წლიდან აღინიშნება.

ამ დღესთან დაკავშირებით, აქციები გაიმართა ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ყველა ცენტრში, მათ შორის - ხურჩასა და ხონში. აქციაში მონაწილეობა მიიღეს აქტივისტებმა, ადგილობრივმა მოსახლეობამ,  ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

აქციის ბოლოს მონაწილეებმა გაუშვეს მშვიდობის სიმბოლო - ფრანი.  

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot r die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: აქციები | ნანახია: 775 | დაამატა: admin | თარიღი: 21.09.2014

 

აფხაზეთიდან დევნილთათვის მშვიდობას განსაკუთრებული ფასი აქვს, ამიტომაც ფონდი „სოხუმის“ აქტივისტები   ყოველთვის ეხმაურებიან მშვიდობის საერთაშორისო დღეს.

21 სექტემბერს,  სხვა მხარდაჭერის ცენტრებთან ერთად აქცია  გამართეს წყალტუბოსა და ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებმაც.

„ერთობლივი ძალისხმევით - მშვიდობისათვის“ - ასეთი იყო აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი სლოგანი.

წყალტუბოში და ფოთში მცხოვრებთა სამშვიდობო სიგნალიც შეუერთდა ამ დღეს  მშვიდობისმყოფელთა მძლავრ ხმას.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: აქციები | ნანახია: 748 | დაამატა: admin | თარიღი: 21.09.2014

 

 

-მშვიდობა ოჯახებს, მშვიდობა ქვეყანას, მშვიდობა მსოფლიოს! - ამ მოწოდებით დაუჭირეს მხარი მშვიდობას ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის აქტივისტებმა.

შემოდგომის წვიმიანი ამინდის მიუხედავად, ისინი შეიკრიბნენ ახალგაზრდობის პარკთან და ჩაატარეს მშვიდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია. პარკის თაღთან მტრედებიც მოფრინდნენ, რაც სიმბოლური იყო...

მშვიდობის საერთაშორისო დღე 1982 წლიდან აღინიშნება.

აქციას გამვლელები შეუერთდნენ. ისინი ღვთისმშობლობას ულოცავდნენ აქციის მონაწილეებს და ამბობდნენ, რომ მშვიდობა საღვთო საქმეა და ყველა მშვიდობისმოსურნე ადამიანი წინ უნდა აღუდგეს  ომს, ძალადობის ყოველგვარ გამოვლინებას.

აქციის ბოლოს მონაწილეებმა ფრანი გაუშვეს...

აქციის შესახებ რეპორტაჟი გავიდა ტელეკომპანია „რიონის“ ეთერით.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die WeltEvangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: აქციები | ნანახია: 724 | დაამატა: admin | თარიღი: 21.09.2014

 

 

ორი წლის წინ, 25 ნოემბერს ოზურგეთის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ნაციონალური სამზარეულოს ფესტივალში,  რომელიც გაიმართა აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, სოფელ ხურჩაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი).

კლუბის წევრებმა გურული კერძებით უმასპინძლეს სტუმრებს.

6 სექტემბერს ნაციონალური სამზარეულო სფესტივალი გაიმართა ქართულ-ოსურ გამყოფ ზოლთან - სოფელ პერევში (საჩხერის მუნიციპალიტეტი) - ორგანიზატორები: ასოციაცია „ტურიზმი მშვიდობისა და განვითარებისათვის, ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია“,  ბიზნესისა და განვითარების კავკასიური ქსელი...

ფონდი „სოხუმის“ ოზურგეთის გენდერულმა საკონსულტაციო საბჭომ უგემრიელესი გურული სამზარეულო წარმოადგინა ადგილობრივი მთავრობის მხარდაჭერით.  ფესტივალზე საბჭოს წევრებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის და მერიის კულტურისა და სოციალურმა სამსახურებმა, ანსამბლმა „სამი ძმები გურულები“. 

ტრადიცია გრძელდება და თანამშრომლობაც იზრდება.

 

კატეგორია: აქციები | ნანახია: 837 | დაამატა: admin | თარიღი: 06.09.2014

 

 

 

20 ივნისს, 4  საათზე,  ქუთაისში,  ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერში (თეთრ ხიდთან) ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით ჩატარდა ფესტივალი „აფხაზეთიდან - აფხაზეთამდე - მდიდარი წარსულით - ღირსეული მომავლისაკენ!“ (ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად).

რიონის პირას შეიკრიბნენ საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც წარმოადგენენ აფხაზეთის იგპ სამოქალაქო სექტორს და აქტიურად მუშაობენ დევნილთა ინტეგრაციისა და გაძლიერებისათვის საქმიანობა. თავიანთი ნამუშევრების პრეზენტაცია მოაწყვეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სკოლების (ქუთაისში, სენაკში, გალის რაონის სოფელ ნაბაკევში მოქმედი სკოლები) მოსწავლეებმა.

ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს სამინისტროებისა და აფხაზეთის უმაღლესი სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებმა.

ქარიანი ამინდის მიუხედავად, ფესტივალი ლამაზი და შთამბეჭდავი გამოვიდა -  ერთმანეთს ცვლიდა მისალმება, საკონცერტო ნომერი თუ ვიქტორინა, გამორჩეული ადამიანებისა და ორგანიზაციების  დაჯილდოება...

განსაკუთრებით გაიხარეს ბავშვებმა, რომელთაც სწორი პასუხებისთვის პრიზები დაიმსახურეს ფესტივალის ორგანიზატორებისგან.

ამ დღეს თვალსაჩინო გახდა იმ ადამიანთა ყოველდღიურობა, რომლებიც, მიუხედავად ცხოვრებისეული სირთულეებისა, არათუ ცდილობენ, ზედმეტ  ტვირთად არ დააწვნენ ქვეყანას, არამედ - ჭირთათმენის, სამოქალაქო სიქველის, პროფესიონალიზმის მაგალითს აძლევენ თავიანთ თანაკუთხელებს, დანარჩენ საქართველოს. 

 

კატეგორია: აქციები | ნანახია: 836 | დაამატა: admin | თარიღი: 20.06.2014

« 1 2 3 4 5 ... 14 15 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0