საკრებულოს წევრმა და ამომრჩეველ ქალთა კლუბის აქტიურმა ლიდერმა ქალბატონმა მანანა შულაიამ ფონდი „სოხუმის" მიერ გამოცემული სახელმძღვანელოს - ქალთა ლიდერობის ფენომენის პრეზენტაცია გააკეთა. აღნიშნა, რომ წიგნი შთამბეჭდავია და მისი გაცნობა ქალბატონებს ბევრ საინტერესო ინფორმაციას მიაწოდებს ქალთა ლიდერობის ფენომენზე.
ფონდი „სოხუმის" წარმომადგენლებმა კლუბის წევრებს კლუბის მუშაობისა და პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობის სტრატეგია წარმოუდგინეს.
პარალელურად განიხილეს ხობის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრთა სამუშაო გეგმაც,
- წლის განმავლობაში ქალბატონები არაერთ საინტერესო ღონისძიებას გეგმავენ: შეხვედრები წარმატებულ ქალებთან, პოლიტიკოსებთან, სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლებთან.
დაიგეგმა ამომრჩეველ ქალთა კლუბის გასვლითი შეხვედრები ხობის სოფლებში, მოსახლეობის პრობლემების უკეთ გასაცნობათ.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
რადიო "ძველი ქალაქის” ეთერით მორიგი ანონიმური რადიომონოლოგები გავიდა. მსმენელი ქალების მორიგი ცხოვრებისეული დრამის მოწმე ხდება:
... თურმე შეიძლება ტკივილი ძალიან ახლობელმა ადამიანმა მოგაყენოს...
ოჯახური ძალადობა სწორედ ამიტომ არის ძალიან საშიში - ის ადამიანის ფუნდამენტალურ ღირებულებებს აუფასურებს, მოუშუშებელ ტკივილს აყენებს მას. სოციალური დეზორიენტაციის შედეგები კი უმძიმესია პიროვნებისთვის, მის ირგვლივ მყოფი ადამიანებისათვის.
მონოლოგებისთვის ერთგვარი ფონია ფონდი "სოხუმის” აუდიორგოლები, რომლებიც პერიოდულად ჟღერენ დამიზნად ისახავენ, მსმენელმაძალადობის პრობლემის მთელი საფრთხე გააცნობიეროს.
22 იანვარს პირველი ტელეგადაცემა ჩატარდა პროექტის ფარგლებში, რომელიც რეგიონალურ დონეზე ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და ამომრჩეველ ქალთა ლიგის მხარდაჭერას ისახავს მიზნად.
გადაცემის პირველ ნახევარში ნაჩვენები იყო ფონდის ტელეჟურნალისტების მიერ მომზადებული ტელესიუჟეტი, რომელიც კიდევ ერთხელ ახსენებდა მაყურებელს, რით იყო აღსანიშნავიპროექტის განვლილი ეტაპი, რომელმა ღონისძიებებმა მოიტანეს ყველაზე თვალსაჩინო შედეგები, რა დასკვნები გაკეთდა, რა სტრატეგია იქნა არჩეული პროექტის ახალი ეტაპის წარმატებით წარმართვისათვის.
ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები (გადაცემის მონაწილეთა უმრავლესობას ისინი წარმოადგენდნენ) მიესალმებიან კლუბების გეოგრაფიის გაზრდას.
"ამომრჩეველ ქალთა კლუბებმა ქალური კონსოლიდაციის ნიმუში უნდა უჩვენონ საქართველოს ამომრჩეველს,”- ასეთი სურვილი გამოთქვეს მისმა წევრებმა.
დისკუსიის თემა გახდა ზოგადად არჩევნების, როგორც უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური პროცესის მიმდინარეობა საქართველოში.
"შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენ ასე ადრე ვიწყებთ საუბარს 2010 წლის მაისის თვითმმართველობის არჩევნებზე. საქართველოს მომავალი დიდად არის დამოკიდებული იმაზე, როგორი იქნებადემოკრატიის ნიშნული. ქალთა თანაბარი მონაწილეობა პოლიტიკაში მისი განსაზღვრის მნიშვნელოვანი ინდიკატორია.
ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგი შეხვედრა ფონდი "სოხუმის” ოფისში ჩატარდა.
„სამართლიანი არჩევნების" რეგიონალური წარმომადგენელი თეონა გოგიშვილი, რომელიც ამავე დროს ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრია, ორთვიანი ვიზიტით კოსოვოში იმყოფებოდა გრძელვადიან დამკვირვებლად. ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა ინტერესით მოისმინეს ინფორმაციები, კოსოვოში მიმდინარე არჩევნებზე.
დაისვა არაერთი შეკითხვა, რამდენად დემოკრატიულად ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კოსოვოში, როგორი სახის დარღვევები დაფიქსირდა, რა სახის სიახლეები შეიძლება დაინერგოს ჩვენს ქვეყანაში.
თეონა გოგიშვილმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ გენდერული პრობლემები იქაც თვალშისაცემი იყო, რადგან საარჩევნო სიებში ქალთა სიმრავლე არ შეინიშნებოდა.
ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები თვლიან, რომ საზოგადოება დროულად უნდა იყოს ინფორმირებული პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო პროგრამებზე.
პარალელურად, გარკვეული სამუშაოები უნდა იქნეს ჩატარებული ქალთა ელექტორატთან, ქალი კანდიდატების მხარდასაჭერად.
ხონში, ქალთა მხარდაჭერის ცენტრში კლუბის „მინდა ყველაფერი ვიცოდე აფხაზეთზე" შეხვედრა ჩატარდა.
საშობაო არდადეგების შემდეგ ეს იყო პირველი შეხვედრა. შეფასდა გასული წლის საქმიანობა. გოგონებმა კლუბის მუშაობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ისინი თვლიან, რომ ბევრი საინტერესო ინფორმაცია დაუგროვდათ, რაც მათთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან აფხაზეთის დავიწყების საშუალება არ ეძლევათ.
შეხვედრის დასასრულს გოგონებმა ისაუბრეს კლუბის მუშაობის მომავალ სტრატეგიაზე, შეიმუშავეს წინადადებები: რა სახის სიახლეები შეიძლება დაინერგოს, რა კუთხით უნდა გაიშალოს მუშაობა.