შაბათი, 20.04.2024, 18:01
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2011 » მაისი » 24 » ამომრჩეველ ქალთა კლუბი ზუგდიდი
21:41
ამომრჩეველ ქალთა კლუბი ზუგდიდი

მედიის როლი პრობლემების ადვოკატირებაში - მოუწესრიგებელი შიდა გზები, უწყლობა, ბუნებასთან უდიერი დამოკიდებულება - ხეების გაჩეხვა - არსებული საკითხების გარშემო ცხარე დისკუსია გაიმართა ქალთა გაცვლით  შეხვედრაზე...

ამომრჩეველ ქალთა კლუბს სამი ქალაქის - ქუთაისის, ხობისა და ბათუმის ქალთა კლუბების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დღის მთავარ თემას  - მედიის როლი პრობლემების ადვოკატირებაში - სამივე ქალაქის წარმომადგენელი  გამოეხმაურა. აღინიშნა, რომ პრობლემების ადვოკატირების მიზნით, ხშირად მიმართავენ როგორც ადგილობრივ, ასევე ცენტრალურ ტელეკომპანიებსაც.

ადგილობრივი ტელეკომპანია „ოდიშის" საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნანა ქობალიამ ისაუბრა მედიისა და  არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობაზე.

ფონდი „სოხუმის" წარმომადგენელმა ჩაატარა ვორკ-შოპი თემაზე - ლიდერი და მისი გუნდი.

დღის ბოლოს, ქალთა კლუბის წევრებმა მოინახულეს დადიანების სახლ-მუზეუმი, დაათვალიერეს ასეულობით ექსპონატი: ფრანგი თუ გერმანელი მხატვრების მიერ შესრულებული  ნახატების ორიგინალები, ცნობილი თუ უცნობი ქალების პორტრეტები, უცხოური ლიტერატურა, სხვადასხვა იარაღი, ძვირასეულობა, ავეჯი...

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

ნანახია: 1026 | დაამატა: admin | ტეგები: NED | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0