ფოთში გაიმართა ფონდი „სოხუმის" ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგი
შეხვედრა. სხვა საკითხებთან ერთად, კლუბის წევრები გაეცნენ საკანონმდებლო ცვლილებათა
პაკეტს, რომელიც შეიმუშავა ძალადობისაგან დაცვის ეროვნულმა ქსელმა სახელმწიფო და არასამთავრობო
ორგანიზაციებთან ერთად. ცვლილებათა პაკეტი მიმართულია მარტოხელა დედის სამართლებრივი
და სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველსაყოფად.
აღინიშნა, რომ, სტატისტიკური მონაცემებით, ბოლო 13 წლის განმავლობაში
საქართველოში 30 ათასამდე ბავშვია, რომელთა დაბადების მოწმობაში მამის გრაფა ცარიელია.
ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს გვერდით ცხოვრობენ ქალები, რომლებიც მარტოხელა დედის ტვირთს
ეზიდებიან, მაგრამ არანაირი მხარდაჭერა არა აქვთ სახელმწიფოს მხრიდან.
კლუბის წევრები მიიჩნევენ რომ კანონი მართლაც საჭიროებს გადახედვას
და კარგი იქნება, თუკი პარლამენტი მიიღებს ამ ცვლილებებს.
- კანონის მიღება მარტოხელა დედების სოციალური მდგომარეობის
გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს, - აღნიშნეს შეხვედრის მონაწილეებმა. თავიანთი მხარდაჭერა
მათ გამოხატეს პარლამენტის დეპუტატების მისამართით შედგენილი მიმართვის ხელმოწერით.
პროექტი ხორციელდება
დემოკრატიის ნაციონალური ფონდის
(NED) მხარდაჭერით (აშშ) |