ოთხშაბათი, 24.04.2024, 22:51
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2013 » თებერვალი » 26 » ტრენინგი თემაზე - „სამოქალაქო ინიციატივების ფორმირება“
23:45
ტრენინგი თემაზე - „სამოქალაქო ინიციატივების ფორმირება“
 

- რას ნიშნავს სამოქალაქო აქტივიზმი, აქტიური მოქალაქე; როგორ ხდება სამოქალაქო ინიციატივების ფორმირება და შემდგომში მისი პრაქტიკულად განხორციელება - ძირითადად ამ საკითხებზე იყო აგებული ორდღიანი სატრენინგო პროგრამა, რომელშიც მონაწილებდნენ აქტიური, ლიდერი ქალები დასავლეთ საქართველოს რვა ქალაქიდან (ქუთაისი, წყალტუბო, სენაკი, ფოთი, ხონი, ბათუმი, ოზურგეთი, ზუგდიდი). 

განსახილველი თემა მონაწილეებისთვის შედარებით ახალი იყო. მაგრამ  არ გასჭირვებიათ  სამოქალაქო აქტივიზმის პოზიტიური შედეგების განსაზღვრა.

 განსაკუთრებით საინტერესო იყო პრაქტიკული სავარჯიშოები, რომელიც ჯგუფებში გაგრძელდა: თითოეულმა ჯგუფმა საკუთარ ქალაქებში არსებული პრობლემებიდან გამომდინარე, რეალობის გათვალისწინებით,  ჩამოაყალიბეს ინიციატივები და დასახეს გზები მათ განსახორციელებლად. შეიმუშავეს ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო აქტივისტების თანამშრომლობის სტრატეგია.

-  მივდივარ დადებითად დამუხტული. იმედი მაქვს, ჩემს ქალაქში რაღაცის სასიკეთოდ შეცვლას შევძლებ.

- შევეცდები მიღებული ცოდნა გამოვიყენო პრაქტიკაში, საკუთარი პრობლემების მოსაგვარებლად.

-ასეთი იყო მონაწილეთა შეფასება. ისინი მიიჩნევენ, რომ გაიზარდა მოტივაცია, - იყვნენ უფრო აქტიურები. რადგან  მათ ირგვლივ არსებული რეალობის პოზიტიური ცვლილება მოქალაქეების აქტიურობას, მათ მიერ საზოგადოებისათვის გაღებულ წვლილს ეფუძნება.

 

პროექტი ხორციელდება აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით.

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 1601 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/1

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0