შაბათი, 20.04.2024, 02:39
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2013 » ივლისი » 26 » ტრენინგები თემის აქტიურ წევრებთან თემა „ოჯახში ძალადობის ტიპები, ნიშნები, რეფერირების გზები და მექანიზმები"
22:27
ტრენინგები თემის აქტიურ წევრებთან თემა „ოჯახში ძალადობის ტიპები, ნიშნები, რეფერირების გზები და მექანიზმები"


საზოგადოება საჭიროებს ინფორმაცის ოჯახში ძალადობის თემაზე, ძალადობის წინააღმდეგ არსებული მექანიზმების პრაქტიკული გამოყენებისა და სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინსტიტუტების სოციალური თანამშრომლობის საკითხებზე. ეს კარგად გამოჩნდა ერთდღიან ტრენინგებზე, რომლებიც ორგანიზაცია "World Vision" დაფინანსებით  24, 25, 26 ივლისს  ფონდი „სოხუმის"  მიერ ჩატარდა დიდველას, დიმის, პირველი და მეორე ობჩას, სადგური სვირის და მეორე სვირის თემის წარმომადგენლებისათვის .

თვითმმართველობის ტერიტორიული ერთეულების ხელმძღვანელები, სკოლის დირექტორები, პედაგოგები, საბავშვო ბაღების აღმზრდელები, მედიცინის სფეროს წარმომადგენლები, აქტიური ახალგაზრდების ჯგუფები ერთხმად აღნიშნავდნენ საკითხის აქტუალობას და მსგავსი ტრენინგების აუცილებლობას. ამას ამყარებდა  მათ მიერ მოხმობილი არაერთი მაგალითი  დრამატული ფინალით, რც, მონაწილეთა შეფასებით, პირველ რიგში, საზოგადოების, შემდეგ კი სახელმწიფოს პასუხისმგებლობს უსვამს ხაზს.

ტრენინგის დასასრულს ასეთი კომენტარები გაკეთდა:

„როგორც სკოლის დირექტორს, ძალიან მირდებოდა ინფორმაცი, რომელიც მივიღეთ"; „უკვე ვიცით, როგორ გამოვავლინოთ ძალადობა, როგორ დავეხმაროთ მსხვერპლს მდგომარეობიდან გამოსვლაში. ვეცდები, ჩემი ცოდნა მეგობრებს გავუზიარო"; „სოფლის რწმუნებულებს ხშირად გვიხდება ოჯახში ძალადობრივ კონფლიქტებში ჩარევა. მადლობელი ვართ იმისთვის, რომ სახელმწიფო რეგულაციებისა და მათი პრაქტიკული გამოყენების შესახებ მოგვაწოდეთ ინფორმაცია"; კიდევ ერთხელ დავინახეთ, რა რთულია ოჯახში ძალადობის პრობლემა, რამდენად კომპლექსური მიდგომა სჭირდება მის გადაწყვეტას, რამდენად მნიშვნელოვანია ძალადობის პრევენცია".

ტრენინგები ინტერაქტიურ რეჟიმში, ზოგჯერ - მწვავე დისკუსიების ფონზე მიმდინარეობდა. იყო თეორიული მასალაც, კონკრეტული ისტორიებიც და მათი გადაწყვეტის სტრატეგიის შემუშავებაც.

განსაკუთრებული ემოციები გამოიწვია ფონდიოხუმის" ახალგაზრდული ფორუმ- თეატრის წარმოდგენებმა. გამოიკვეთა  სასწავლო დაწესებულებებთან მათი სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც.  

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 987 | დაამატა: admin | რეიტინგი: 2.0/1

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0