პარასკევი, 19.04.2024, 15:49
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2012 » თებერვალი » 24 » ტელეგადაცემა „რიონის“ პირდაპირ ეთერში
14:20
ტელეგადაცემა „რიონის“ პირდაპირ ეთერში
 

24 თებერვალს „რიონის" ეთერში გასულმა ფონდი „სოხუმის"  ტელეგადაცემამ სამოქალაქო ადვოკატირების თვალსაჩინო მაგალითებზე მოგვითხრო.

ქუთაისისა და წყალტუბოს ქალთა კლუბების ადვოკატირების ჯგუფის წევრები მათ მიერ ჩატარებულ  მუშაობას შეეხნენ. მათ შორის იყო რიგ უბნებში წყლის მოუწესრიგებელი გრაფიკის, მაღალ სართულებზე წყლის გადასახადზე შეღავათის მოხსნის საკითხი. ასევე ძალიან მტკივნეული - ზოგიერთი მოქალაქის მხრიდან  წყლის რესურსის მიმართ არასწორი დამოკიდებულების პრობლემა, რაც ამ რესურსის არამიზნობრივ ხარჯვას უწყობს ხელს. 

ქუთაისის წყალმომარაგებაში არსებული სიტუაცია, ხარვეზები და მათი გამოსწორებისათვის აუცილებელი ღონისძიებები - ამ საკითხებზე   ადვოკატირების ჯგუფის წევრებთან ერთად შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელმა პირებმა, არასამთავრობო სექტორისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა  ისაუბრეს.

ტელემაყურებლებს საშუალება ჰქონდათ, ინტერაქტიულ რეჟიმში დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები. გამოვლინდა ბევრი საჭირბოროტო საკითხი, რომელიც, როგორც გადაცემის სტუმრებმა განმარტეს, ეტაპობრივად გადაწყდება და ამ პროცესის მაქსიმალური შედეგი სწორედ სამოქალაქო საზოგადოებისა და შესაბამისი სამსახურების, ადგილობრივი ხელისუფლების მჭიდრო თანამშრომლობით, ინფორმაციის ინტენსიური გაცვლით მიიღწევა.

საკითხზე საუბარი გადაცემით არ დამთავრებულა. ადვოკატირების ჯგუფის წევრებმა შემდგომი საქმიანობის კონტურები მონიშნეს. ტელევიზიამ რამდენიმე სოციალურ სიუჟეტზე მუშაობა უკვე დაიწყო.

მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფები უკვე გამოეხმაურნენ მოწოდებას, აქტიურად ითანამშრომლონ შესაბამის სტრუქტურებთან მათ უბანში სიტუაციის გამოსწორების მიზნით.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 866 | დაამატა: admin | ტეგები: NED | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0