პარასკევი, 29.03.2024, 11:36
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2012 » ივნისი » 27 » „სცენები რეალური ცხოვრებიდან - ფორუმ-თეატრი“. ფონდი „სოხუმის“ მიერ გადაღებული ფილმის პრეზენტაცია „რიონზე“
19:31
„სცენები რეალური ცხოვრებიდან - ფორუმ-თეატრი“. ფონდი „სოხუმის“ მიერ გადაღებული ფილმის პრეზენტაცია „რიონზე“

„ძალადობის პრობლემის საბოლოოდ აღმოფხვრა წარმოუდგენელია. იდეალური ვარიანტი ამ შემთხვევაში შეიძლება, ასე ჩამოვაყალიბოთ: სახელმწიფომ ერთი ადამიანის მიერ მეორეზე ძალადობა არ უნდა დაუშვას!" - ეს მოსაზრება გადაცემის მონაწილეთა საერთო პათოსს გამოხატავს. დისკუსიებს კი დასაბამი ფონდი „სოხუმის" მიერ გადაღებულმა ფილმმა მისცა - „ფორუმ თეატრი - სცენები რეალური ცხოვრებიდან". როგორც გადაცემის მონაწილეებმა აღნიშნეს, ფილმი ძალიან ეფექტური საშუალება იქნება არაძალადობრივი ცნობიერების  პროპაგანდისათვის. „ჩვენ ძალადობის მაგალითებს ვაჩვენებთ და არ ვკარნახობთ გამოსავალს";  „არ ვისახავთ მიზნად, ვამტკიცოთ  -  ძალადობა ცუდია.  ჩვენ საფუძველს ვუყრით დისკუსიებს ძალადობის დაძლევის გზებზე", - ასე აქვთ გააზრებული ფორუმ-თეატრის ნორჩ მსახიობებს საკუთარი მისია.

გადაცემაზე მოწვეულმა სოციალური სააგენტოს თანამშრომლებმა, სკოლების ხელმძღვანელებმა, ფსიქოლოგებმა, ადამიანის უფლებათდამცავებმა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა გააჟღერეს მეტად  საინტერესო ინფორმაციები მსხვერპლის რეფერირების მექანიზმების ირგვლივ.  კიდევ ერთხელ დაისვა საკითხი კანონის მექანიზმების ამოქმედებაზე, რომელსაც შესაბამისი ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება.

მოქალაქეთა ზარები და ჩატარებული ინტერაქტივის შედეგი მოწმობს, რომ ამ კუთხით სამუშაო მართლაც ბევრია: კითხვაზე - აქვს თუ არა გარანტირებული მსხვერპლს სათანადო დაცვა სახელმწიფოს მხრიდან, პასუხები ასე გადანაწილდა: დიახ  - 38 %,  არა - 62 %. 

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: ფილმები | ნანახია: 965 | დაამატა: admin | ტეგები: EED | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0