იმ ახალგაზრდების ჯანმრთელობის პრობლემის გადაწყვეტა, რომლებიც რეპროდუქციული ასაკში იმყოფებიან, ჯანსაღი თაობის გაჩენის შესაძლებლობას იძლევა.
ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში შეკრებილ ქალებს სპეციალისტი მუდმივად ახსენებს და უხსნის, რომ წელიწადში ერთხელ ყველა ქალი აუცილებლად უნდა გადიოდეს პროფილაქტიკურ შემოწმებას. სასურველია, რეგულარულად ჩააბაროთ ანალიზები, რომელიც იძლევა საშუალებას, დროულად ავიცილოთ სხვადასხვა სახის ინფექციური დაავადებები.
ოქტომბერში მსგავსი შეხვედრები გაიმართა ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. უნდა აღინიშნოს, რომ რეპროდუქციული ჯანმრთელობის თემაზე ქალებს ნაკლებად აქვთ ინფორმაციები. ამიტომ მსგავს შეხვედრებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
შეხვედრებზე განიხილება აგრეთვე ისეთი საკითხები, როგორიცაა: მკერდის, საშვილოსნოს ყელის ავთისებიანი სიმსივნეები, ფიბრომა, მიომა და სხვა სახის ქალური დაავადებები.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |