კვირა, 24.11.2024, 01:21
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2012 » მარტი » 15 » შეხვედრა წყალტუბოს ადგილობრივ ხელისუფლებასთან
19:02
შეხვედრა წყალტუბოს ადგილობრივ ხელისუფლებასთან

გრძელდება შეხვედრები დასავლეთ საქართველოს ოთხ რეგიონში გენდერული თანასწორობისა და დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერის მიზნით-  პროექტის  „ამომრჩეველ ქალთა ლიგის აქტიურობის გაზრდა ადგილობრივ ხელისუფლებასთან დიალოგისა და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის მოსამზადებლად" ფარგლებში. 

ფონდი „სოხუმის" წარმომადგენლები შეხვდნენ ქალაქ წყალტუბოს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს: ზაზა მეტრეველს (საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე) და კახა ბიბილეიშვილს (სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე).

შეხვედრის მიზანი იყო ადგილობრივ ხელისუფლებასა და ფონდ „სოხუმს" შორის თანამშრომლობის გაფართოება.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა ამომრჩეველ ქალთა კლუბის ადვოკატირების ჯგუფის ინიციატივას წყალტუბოში მცხოვრები 5 ღვაწლმოსილი პედაგოგისათვის  ერთჯერადი თანხის ( 200-200 ლარის ოდენობით) გამოყოფის შესახებ.

ფონდი „სოხუმის" წარმომადგენელმა წყალტუბოს საკრებულოს თანადგომისათვის მადლობის წერილი გადასცა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ორივე მხარე თვლის, რომ სამოქალქო საზოგადოებასა დ ადგილობრივ ხელისუფლებას შორის თანამშრომლობა აუცილებელია.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 815 | დაამატა: admin | ტეგები: NED | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 11
სტუმარი: 11
მომხმარებელი: 0