მთავარი »
2014 » ოქტომბერი » 15 » სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სხდომა
22:54 სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სხდომა |
|
პირველი საკითხი, რომელიც სხდომის დღის წესრიგში იდგა, ეხებოდა გენდერული საკონსულტაციო საბჭოს ინიციატივებს. მომზადდა წერილი საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე, რომ საბჭოს ერთ-ერთი წევრი ჩართულ იქნას საჯარო მოხელეთა შერჩევის საკონკურსო-საატესტაციო მუშაობაში.
საბჭოს წევრებმა გააგრძელეს ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტის შემუშავება. ეს საქმიანობა ურეკში ჩატარებულ ტრენინგზე დაიწყო. დოკუმენტი წარმოადგენს გენდერული თანასწორობის მიღწევის ადგილობრივ სამოქმედო გეგმას.
გაიმართა მსჯელობა გენდერული ასპექტების კუთხით ადგილობრივი ბიუჯეტის მონიტორინგის თაობაზე, რაც ოქტომბერში განხორციელდება საბჭოს წევრების მიერ. მონიტორინგის შემდეგ ისინი შეიმუშავებენ რეკომენდაციებისა და წინადადებების პაკეტს ადგილობრივი თვითმმართველობისთვის, რათა ახალ საბიუჯეტო პროგრამებსა და პროექტებში გათვალისწინებულ იქნას გენდერული ასპექტები.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით
|
|
კატეგორია: შეხვედრები |
ნანახია: 706 |
დაამატა: admin
| რეიტინგი: 0.0/0 |