კვირა, 24.11.2024, 00:35
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2012 » მაისი » 23 » სამოქალაქო დებატები სუიციდის თემაზე
10:43
სამოქალაქო დებატები სუიციდის თემაზე

 

ქუთაისში,  ფონდი „სოხუმის"  ინიციატივით გამართული  საზოგადოებრივ დებატები მონაწილეთა  ყურადღების ცენტრში მოზარდებში სუიციდის შემთხვევების ზრდის სამწუხარო ტენდენცია მოექცა. თემშემთხვევით არ შერჩეულა. საგანგაშო სტატისტიკის გამო ფონდის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში (ქუთაისის, ხურჩის) ორგანიზებულ შეხვედრებზე ის ერთერთ ყველაზე მწვავე პრობლემად  იქნა მიჩნეული და ფონდის სპეციალისტების  -  ფსიქოლოგების, იურისტების შეშფოთება გამოიწვია.  

საუბარი პრობლემის მიზეზებს, მისი პროფილაქტიკის გზებს და საშუალებებს შეეხო. მოწვეულმა ექსპერტებმა  შეკრებილთ  ბოლო წლების ოფიციალური სტატისტიკა მიაწოდეს (2011 წლის მონაცემებით ქვეყანაში სუიციდის 64 შემთხვევა დაფიქსირდა). როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, რეალური სურათი ძირეულად განსხვავებულია და პრობლემაზე მხოლოდ ზედაპირულ წარმოდგენას გვაძლევს.  

„უნდა მოხდეს ყოველი კერძო შემთხვევის კვლევა, მიზეზების ძიება"; „ვაღიაროთ პრობლემა, როგორც სოციალური დაავადება"; „ვეცადოთ, მოზარდი მარტო არ დავტოვოთ თავის პრობლემებთან"... ეს დისკუსიის  მონაწილე ფსიქოლოგების, პედაგოგების, ჯურნალისტების, ახალგაზრდების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების კომენტარებია.

ღონისძიებას მალევე მოყვა კონკრეტული რეზულტატები: ძალიან მნიშვნელოვანი იყო რიგი სკოლების ხელმძღვანელობის აღიარება, რომ, მალე სკოლების დღის წესრიგში დადგება  ფსიქოლოგების „დაბრუნების" აუცილებლობის საკითხი.  შეხვედრაზე განხილული პრობლემა მედიის ყურადღების ცენტრშიც მოექცა. დღის განმავლობაში  ტელეკომპანია „რიონის" საინფორმაციო გადაცემების საეთერო დრო რამდენჯერმე დაეთმო საზოგადოებისათვის ამ მეტად მტკივნეულ პრობლემას და კიდევ ერთხელ გაისმა განგაშის სიგნალი  მათთვის, ვინც ბოლომდე ვერ აცნობიერებს  მიზეზებს, რომლის შედეგი  უამრავ ოჯახში დატრიალებული დრამაა. 

  

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები | ნანახია: 824 | დაამატა: admin | ტეგები: EED | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 55
სტუმარი: 55
მომხმარებელი: 0