მთავარი »
2015 » თებერვალი » 13 » საინფორმაციო შეხვედრები საბავშვო ბაღებში
20:28 საინფორმაციო შეხვედრები საბავშვო ბაღებში |
|
დაიწყო განხორციელება პროექტისა „ადგილობრივი ხელისუფლების პოლიტიკის შეცვლა გენდერულ ბიუჯეტირებასთან მიმართებაში“. უკვე ჩატარდა 7 საინფორმაციო შეხვედრა ქუთაისის ააიპ საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების მე-7, მე-9, მე-10, მე-18, 28-ე, 33-ე და 34-ე საბავშვო ბაღების პედაგოგებთან და აღსაზრდელთა მშობლებთან.
ინფორმაციული შეხვედრების შედეგად საბავშვო ბაღების აღმზრდელებმა გააცნობიერეს აღზრდის პროცესში გენდერული კომპონენტების დანერგვის აუცილებლობა და გამოთქვეს სურვილი, აღსაზრდელთა მშობლებთან ერთად, აქტიურად ჩაერთონ მსგავს შეხვედრებსა და ტრენინგ-სემინარებში.
პროექტს ახორციელებს ფონდი „სოხუმი“ ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოსთან ერთად ჩეხეთის არასამთავრობო ორგანიზაცია NESEHNUTI-ის (დამოუკიდებელი სოციალურ-ეკოლოგიური მოძრაობა) მხარდაჭერით.
|
|
კატეგორია: შეხვედრები |
ნანახია: 831 |
დაამატა: admin
| რეიტინგი: 0.0/0 |