მთავარი »
2012 » დეკემბერი » 7 » საინფორმაციო შეხვედრები ძალადობის წინააღმდეგ
16:25 საინფორმაციო შეხვედრები ძალადობის წინააღმდეგ |
|
16-დღიანი კამპანიის ფარგლებში დევნილთა სხვადასხვა კოლექტიურ ცენტრებში გრძელდება საინფორმაციო შეხვედრები.
ყოფილი სააფთიაქო და სატრაქტორო შენობა,(რომელიც უკვე დევნილთა კუთვნილებაშია) კულინარიული სასწავლებელი - ფონდი „სოხუმის" ქალთა მხრდაჭერის ცენტრის წარმომადგენელმა სწორედ ამ კოლექტიურ ცენტრებში ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრები.
მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ გმობენ ქალთა მიმართ ძალადობას და უერთდებიან მსოფლიო საზოგადოების მიერ გამოთქმულ პროტესტს.
შეკრებილებს დაურიგდათ კამპანიის ფარგლებში გამოცემული საინფორმაციო ფურცლები, კალენდრები, პოსტერები...
დევნილმა ქალებმა გამოთქვეს სურვილი კამპანიის შესახებ ინფორმაცია მთელს საცხოვრებელში გაავრცელონ და ხელი შეუწყონ საზოგადოებაში ანტიძალადობრივი განწყობის შექმნას. |
|
კატეგორია: შეხვედრები |
ნანახია: 790 |
დაამატა: admin
| რეიტინგი: 0.0/0 |