ხუთშაბათი, 19.09.2019, 07:54
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2011 » ივნისი » 11 » საერთაშორისო კამპანია „გლობალური კვირა შეიარაღებული ძალადობის წინააღმდეგ“
15:36
საერთაშორისო კამპანია „გლობალური კვირა შეიარაღებული ძალადობის წინააღმდეგ“

13-19 ივ­ნი­სს ფონდი „სოხუმი" უერთდება საერთაშორისო კამპანიას „გლობალური კვირა შეირაღებული ძალადობის წინააღმდეგ".

კამპანია  მსოფ­ლი­ოს 60-ზე მეტ ქვეყანაში ტარ­დება საერთაშორისო ქსე­ლ IANSA–ს ორ­გა­ნი­ზებით, რათა კა­ცობრიობამ ყუ­რად­ღება მი­აპ­ყროს  უკონ­ტრო­ლო შე­ი­ა­რა­ღების საფრთხეს.

კამპანიის პირველ დღეს, 13 ივნისს, 11 საათზე ფონდ „სოხუმში" ჩატარდება ფონდის თანამშრომელთა, სადაც შეკრებილები გაეცნობიან კამპანიის არსს, მიზანსა და ჩატარების გრაფიკს.

12 საათზე გაიმართება პრესბრიფინგი, რათა რეგიონული და რესპუბლიკური საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლებმა გააშუქონ კამპანიის დაწყება და აქტიურად ჩაერთონ მის მსვლელობაში.

კამპანიის დღეებში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრები ქუთაისში, წყალტუბოში, ხონში, სენაკში, ფოთში, ოზურგეთსა და ხურჩაში.

კამპანიის დროს გავრცელდება ფონდი „სოხუმის" მომზადებული პოსტერი და 1000 მეტი საინფორმაციო ფურცლები.

კამპანიის მსვლელობა და მისი გავლენა მასში მონაწილე ადამიანებზე გაშუქდება ფონდი „სოხუმის" რადიოგადაცემაში, რომელიც ამ დღეებში მომზადდება და რადიო „ძველი ქალაქის" ეთერით გავა კამპანიის ბოლო დღეს - 19 ივნისს.

კატეგორია: კამპანიები | ნანახია: 817 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 130
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0