ხუთშაბათი, 19.09.2019, 07:53
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2011 » მარტი » 23 » რადიოგადაცემა ციკლიდან “ქალი და პოლიტიკა”
23:02
რადიოგადაცემა ციკლიდან “ქალი და პოლიტიკა”

23 მარტს რადიო „ძველი ქალაქის" ეთერში მორიგი გადაცემა გავიდა ციკლიდან -„ქალი და პოლიტიკა".

გადაცემაში გაშუქდა ფონდი „სოხუმის" საკანონმდებლო ინიციატივის (600 ლრიანი დახმარება ყველა მშობიარე ქალისათვის) ლობირების კუთხით დაწყებული საქმიანობა. აქტიური საზოგადოებრივი განხილვები ცხადყოფს საკითხის მიმართ მოქალაქეების ცალსახად პოზიტიურ დამოკიდებულებას. „ეს ალბათ ძალიან მინიმალურია, მაგრამ თუ რეალისტები ვიქნებით, ამ ეტაპზე სახელმწიფოს ალბათ მეტს ვერ მოვთხოვთ". „ბევრი შეჭირვებული ოჯახისთვის ეს სტიმული იქნება, რომ კიდევ ერთი შვილი გააჩინოს".

გადაცემაში ადვოკატირების და ლობირების მეთოდოლოგიის გაცნობის კუთხით ფონდი „სოხუმის" მიერ ამომრჩეველ ქალთა კლუბებში ჩატარებულ მუშაობაზე გამახვილდა ყურადღება. 

ინიციატივის ლობირების მიზნით პოლიტიკურ პარტიებთან დაწყებული მუშაობის შედეგები აჩვენებს, რომ ისინი მიესალმებიან ფონდის ინიციატივას და მზად არიან  დაუჭირონ მხარი სხვადასხვა დონეზე.

გადაცემა ამომრჩეველ ქალთა კლუბებისა და ადგილობრივი ხელისუფლების თანამშრომლობის საკითხსაც შეეხო. რა ინიციატივებს აყენებენ ქალები და როგორ ხდება მათი მხარდაჭერა ადგილობრივ დონეზე? ფოთის, ხობის, ოზურგეთის მაგალითებზე ცხადი ხდება  ამ თანამშრომლობის აუცილებლობა და სარგებელი საზოგადოებისათვის. გაჟღერდა ინფორმაცია საგრანტო პროგრამის შესახებ, რომელიც საკრებულოს წევრი ქალების ინიციატივით მიიღო ოზურგეთის საკრებულომ. 

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: რადიოგადაცემები | ნანახია: 831 | დაამატა: admin | ტეგები: EED | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 130
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0