მთავარი »
2014 » ივლისი » 27 » ფსიქოლოგის კონსულტაციები ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში
13:21 ფსიქოლოგის კონსულტაციები ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში |
|
სენაკის, ქუთაისისა და სოფელ ხურჩის (ზუგდიდის რაიონი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში გაიმართა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგის შეხვედრა-კონსულტაციები.
მუშაობა წარიმართა მენტალური კარტებით. მათი დახმარებით შესაძლებელია კრიზისული სიტუაციების დაძლევა, ცხოვრებისეული პრობლემების ახლებური დანახვა, გამოსავლის პოვნა. ქალები საუბრობენ თავიანთ ტრავმებზე და თავისუფლდებიან მათგან, პოულობენ ძალთა მოკრების უნიკალურ გზას. არავინ ცდილობს შიშის დამალვას და სიტუაციის შელამაზებას.
ფსიქოლოგმა პირველად იმუშავა ზღვის კენჭებით. ასოციაციებზე საუბრისას ქალები ძალიან გაერთნენ. ერთ-ერთი მათგანი ჯანმრთელობის პრობლემებზე ალაპარაკდა: - ახლა მივხვდი, რომ ექიმის ნათქვამი უნდა შევასრულო - ნაღვლის ბუშტის ოპერაცია გავიკეთო. ეს ოპტიმალური ვარიანტია. რამდენი წელია, ტკივილებს ვითმენ...
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
|
|
კატეგორია: კონსულტაციები |
ნანახია: 716 |
დაამატა: admin
| რეიტინგი: 5.0/1 |