|
„გამჯდარი სტერეოტიპებისაგან განდგომისას, ვგრძნობთ დისკომფორტს, წინააღმდეგობას და ხშირად უკან ვბრუნდებით, რისი გაკეთებაც კატეგორიულად მიუღებელია.
პიროვნული უფლებებისადმი უპატივცემლობა ჩვენს ცხოვრებას ათეული წლების განმავლობაში მსჭვალავდა. ამიტომაც, ჩვენ არა მარტო არ ვიცავთ ჩვენს უფლებებს, არამედ, გაუცნობიერებლად, საწინააღმდეგო დებულებებით ვხელმძღვანელობთ, რომლებიც ბავშვობიდან გვაქვს შესისხლხორცებული.
უნდა გვახსოვდეს, რომ თითოეულ ჩვენთაგანს აქვს პირადი უფლებებისა და სივრცის დაცვის უფლება", - გვირჩევს ფსიქოლოგი.
ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში( ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, სენაკი, ფოთი და ხურჩა) ფსიქოლოგთან ჩატარებულ კონსულტაციებს 18-დან 58 წლამდე ასაკის 109 ქალი ესწრებოდა.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |