07.04.14 - აფხაზეთის ჟიული შარტავას სახელობის მე-6 სკოლაში (ქუთაისი) ფორუმ-თეატრმა 8 წარმოდგენა გამართა. მას თან სდევდა დისკუსია, მასწავლებელთა აქტიურობა.
საინტერესო იყო ეჭვიანობის სცენა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 4 მოსწავლემ.
ახალგაზრდებმა მოიყვანეს ცხოვრებისეული მაგალითები - სწორედ ასეთი მაგალითებით იქმნება ფორუმ-თეატრის ახალი სცენები.
16.04.14 - ფორუმ-თეატრის წარმოდგენები ჩატარდა ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში.
გათამაშდა 5 სცენა, მათ შორის ახალი სცენები და დისკუსიაც საინტერესოდ წარიმართა.
მაყურებელთა დიდი ინტერესი გამოიწვია მამისა და ბიჭის დამოკიდებულებამ ოჯახში.
ბიჭების დიდმა ნაწილმა სცენებში საკუთარი თავი დაინახა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
|