მთავარი »
2012 » ივნისი » 19 » ფორუმ-თეატრი ძალადობის თემით - წყალტუბოს ახალ დასახლებაში
20:27 ფორუმ-თეატრი ძალადობის თემით - წყალტუბოს ახალ დასახლებაში |
|
ფონდი „სოხუმის" ფორუმ-თეატრი წყალტუბოში, დევნილთა ახალ დასახლებას ეწვია. პირველი სცენის შემდეგ მაყურებელთა რაოდენობა გაიზარდა. ზოგიერთი მათგანი აივნიდან აევნებდა თვალს სცენების მიმდინარეობას.
გამოითქვა სხვადასხვა მოსაზრებები. უფროსი ასაკის ქალბატონები მიიჩნევენ, რომ მსგავსი სცენები მათ თვალწინ ხდება - მაგრამ არ ხმაურდება. ესმით, მათ მეზობლად როგორ სცემს მეუღლე ცოლს, მეორე დღეს კი ცოლი გარეთ ისე გამოდის, თითქოს არაფერი მომხდარა.
ახალგაზრდებს განსაკუთრებული აქტიურობა არ გამოუჩენიათ, მხოლოდ ერთმა მათგანმა გამოთქვა საკუთარი მოსაზრება და მთელი თაობის სათქმელი თქვა: ი მიიჩნევს რომ გოგონებმა ადრეული ასაკიდან უნდა იცოდნენ საკუთარი უფლებები და ნაკლებად იქნებიან ძალადობის მსხვერპლნი.
ფორუმ-თეატრი უკვე ტოვებდა დასახლებას, ზურგს უკან ისევ გვესმოდა მსჯელობა აღნიშნული პრობლემის გარშემო. ოჯახური კონფლიქტების სცენამ შეძლო აუდიტორიის დაფიქრება. |
|
კატეგორია: ფორუმ-თეატრები |
ნანახია: 870 |
დაამატა: admin
| რეიტინგი: 0.0/0 |