მთავარი »
2014 » დეკემბერი » 12 » ფონდი „სოხუმის“ იურისტის შეხვედრა სენაკში
21:29 ფონდი „სოხუმის“ იურისტის შეხვედრა სენაკში |
|
კურორტ მენჯში სანატორიუმ „კოლხიდაში“ მცხოვრებმა დევნილებმა გასულ თვეს გამოთქვეს სურვილი, მომდევნო შეხვედრაზე მიეღოთ დაწვრილებითი ინფორმაცია დევნილთა და განსახლების მინისტრის 320-ე ბრძანების შესახებ, სადაც გაწერილია ის კრიტერიუმები, რითაც ხდება დევნილთა დაკმაყოფილება საცხოვრებელი ფართით.
ამის თაობაზე დეკემბრის შეხვედრაზე მათ მიიღეს ზეპირი ინფორმაციაც და საინფორმაციო ფურცლებიც, თუ როგორ ხდება დევნილი ოჯახისათვის ქულის მინიჭება.
იურისტის დახმარებით დევნილებმა დაწერეს განცხადება მინისტრ სოზარ სუბარის სახელზე. ისინი ითხოვენ შენობისათვის ექსპერტიზის ჩატარებას, რადგან მიაჩნიათ, რომ შენობა არის საცხოვრებლად უვარგისი, ავარიული.
ამას გარდა მათ მიიღეს პასუხები კითხვებზე სხვა იურიდიული საკითხების გარშემო.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით
|
|
კატეგორია: კონსულტაციები |
ნანახია: 808 |
დაამატა: admin
| რეიტინგი: 0.0/0 |