მთავარი »
2014 » ივლისი » 27 » ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭო ვორკშოპებს ატარებს მოსწავლეებთან
22:48 ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭო ვორკშოპებს ატარებს მოსწავლეებთან |
|
ოზურგეთის გენდერულმა საკონსულტაციო საბჭომ დაიწყო ვორკშოპების ჩატარება თავისი „საკუთარი“ პროექტის „ახალგაზრდები - გენდერული პოლიტიკისათვის“ ფარგლებში. უკვე დასრულა ვორკშოპების ციკლი ოზურგეთის ხუთი სკოლის უფროსკლასელთათვის თემებზე: გენდერის არსი; გენდერი და პოლიტიკა; გენდერი და სოციალური მედია; ახალგაზრდები და გენდერი.
ვორკშოპები ახალგაზრდების აქტიური ჩართულობისა და დისკუსიის ფონზე მიმდინარეობდა.
„ჩემთვის ეს შეხვედრა საინტერესო იყო, გავიაზრე ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობა გენდერულ საკითხებში, მივიღე ამომწურავი ინფორმაცია“, - აღნიშნავს ვორკშოპის ერთ-ერთი მონაწილე.
სოციალურ ქსელში შეიქმნა სპეციალური გვერდი, რომელზეც ახალგაზრდები გამართავენ დისკუსიებს გენდერის თემაზე.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით
|
|
კატეგორია: ვორკშოპები |
ნანახია: 729 |
დაამატა: admin
| რეიტინგი: 0.0/0 |