„საქართველოში ოფიციალურად 200 000 ნარკომანია დაფიქსირებული, თუმცა ეს სტატისტიკა საკმაოდ პირობითია", " სამწუხაროდ, წამალდამოკიდებულთა ასაკი ახალგაზრდავდება. წინა წლებთან შედარებით 10%-ით იმატა ახალგაზრდებში ნარკოტიკების გამოყენებამ", „ოჯახების სიმშვიდეს არანაკლებ საფრთხეს უქმნის ალკოჰოლიზმი, ტოქსიკომანია"... „აზარტული თამაშებისადმი მიდრეკილება მოდად იქცა".
- ამ საგანგაშო სტატისტიკის ფონზე ფონდის სააქტო დარბაზში შეკრებილმა სტუდენტებმა, სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებმა, ფსიქოლოგებმა, ნარკოლოგმა, სოციოლოგმა, ადამიანის უფლებათა დამცველებმა, ექსპერტებმა ისაუბრეს საკითხზე - რამდენად სერიოზულად დგას საქართველოში ნარკომანიის, ალკოჰოლიზმისა და აზარტული თამაშებისადმი დამოკიდებულების პრობლემა, რა საფრთხეს უქმნის ის თოთოეულ პიროვნებას, მის ოჯახსა და ახლობლებს, საზოგადოების ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმთელობას.
„წარმოუდგენელია გულგრილად უმზირო იმას, როგორ იღუპება შენს თვალწინ ერის გენოფონდი, მისი მომავალი, როგორ ინგრევა ოჯახები". „ საზოგადოების ყველა რგოლი, ყოველი ადამიანი, ყველა სახელმწიფო სტრუქტურა უნდა დაირაზმოს და პერმანეტული ომი გამოუცხადოს ყველაფერს, რაც ჩვენი საზოგადოების მომავალს ემუქრება".
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.