- რა პრობლემები შეიძლება მოჰყვეს ნაადრევ
ქორწინებას, რა ასაკი ითვლება ქორწინებისთვის იდეალურ ზღვრად, რას ამბობს საკანონმდებლო
სისტემა, რას ფიქრობენ თავად ახალგაზრდები - ამ საკითხებზე გაიმართა დისკუსია
ხურჩის ახალგაზრდულ ცენტრში.
მონაწილეებმა რეალური მაგალითებით განიხილეს, რა
პრობლემები და სირთულეები შეიძლება შეხვდეს გოგონას, რომელიც სკოლის ასაკში ქმნის
ოჯახს. პრობლემებში პირდაპირ მიუთითეს, რომ ასეთ შემთხვევაში გოგონები ხშირად
ხდებიან ძალადობის მსხვერპლნი: ვერ აგრძელებენ სწავლას, ნაკლებად აქვთ არჩევანის
უფლება, დამოკიდებულნი ხდებიან სხვებზე.
ახალგაზრდების აზრით, ნაადრევი ქორწინება პირდაპირ
კავშირშია დისკრიმინაციასთან. ქორწინების ოპტიმალური ასაკის განსაზღვრისას აზრთა
სხვადასხვაობა შეიმჩნეოდა. მაგრამ
ერთსულოვანი იყვნენ იმაში, რომ ეწინააღმდეგებიან ყველაფერს, რაც გოგონათა
დისკრიმინაციას უკავშირდება.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის"
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი) |