კვირა, 24.11.2024, 02:10
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2011 » აგვისტო » 26 » ხობის ამომრჩეველ ქალთა კლუბი
23:13
ხობის ამომრჩეველ ქალთა კლუბი

ხობის ამომრჩეველ ქალთა კლუბზე  კიდევ ერთხელ დაისვა აქტუალური საკითხი - მკერდისა და საშვილოსნოს კიბოს უფასო გამოკვლევების ცენტრის გახსნა.

ადვოკატირების ხუთკაციანმა ჯგუფმა ადგილობრივ თვითმმართველობასა და ჯანდაცვის ადგილობრივ სამსახურებს წერილობით მიმართა. საკითხი, თავისი სირთულიდან გამომდინარე, განხილვის პროცესშია. კლუბის წევრი ქალები დარწმუნებულნი არიან, რომ აღნიშნული სახის უფასო გამოკვლევები მომავალი წლისათვის შესაძლებელი გახდება.

შეხვედრაზე გარემოს დაბინძურების საკითხიც წამოიჭრა. მწვანეთა მოძრაობის კოორდინატორმა მედეა ქობალიამ ისაუბრა იმაზე, თუ რა მავნებლობა მოაქვს  პლასტმასისგან დამზადებულ საყოფაცხოვრებო ნივთებს ადამიანისათვის.

- კულტურულ ომს ვუცხადებთ პლასტმასს, რომლის მრავალჯერადი გამოყენებაც იწვევს კანცეროგენულ დაავადებებს! - განაცხადა მედეა ქობალიამ და კლუბის წევრებმაც მხარდაჭერა გამოხატეს. გაჩნდა ინიციატივა, ერთობლივი აქცია მოაწყონ ქალაქში.

კლუბში შეკრებილებმა შეაჯამეს თავიანთი ერთწლიანი მუშაობა, ილაპარაკეს შედეგებსა და ცვლილებებზე. მათ სამომავლოდაც ბევრი საქმე ელოდებათ.  

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 854 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 41
სტუმარი: 41
მომხმარებელი: 0