ფონდი „სოხუმის" ქალთა მხარდაჭერის ცენტრების ( ქუთაისი, ხონი, წყალტუბო, სენაკი, ფოთი და სოფელი ხურჩა (ზუგდიდის რაიონი) მობილიზატორები სომხეთის არასამთავრობო ორგანიზაციას „ქალები განვითარებისათვის" და სამ სასოფლო თემს ეწვივნენ.
ვიზიტის მიზანი იყო აღნიშნული არასამთავრობო ორგანზაციისა და სასოფლო თემთა მუშაობის გამოცდილების შესწავლა. მობილიზატორები გაეცნენ ორგანიზაციის მუშაობის მიმართულებებს: მშვიდობის შესწავლა, კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება; თემთა ჯანდაცვა და განვითარება.
პირველი შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციის „ ქალები განვითარებისათვის" ოფისში შედგა. მობილიზატორებმა დაათვალიერეს სოფლების-გოგოვითის, ტოროსგიუხისა და ცოგომარგის სათემო ცენტრები. საინტერესო იყო ორგანიზაციის ახალგაზრდებთან, კონკრეტულად გოგონებისა და ბიჭების ჯგუფებთან ცალ-ცალკე ჩატარებული მუშაობის გამოცდილება; ასევე სასოფლო თემების ინიციატივები.
ფონდ „სოხუმის" მობილიზატორები მზად არიან, შეხვედრებისას მიღებული გამოცდილებები თავიანთი ცენტრების მუშაობაში დანერგონ.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.
|