კვირა, 24.11.2024, 00:40
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2012 » მაისი » 28 » ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორების შეხვედრა დევნილებთან
11:15
ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორების შეხვედრა დევნილებთან

ქალთა მხარდაჭერის ცენტრები ქუთაისში, წყალტუბოში, ხონში, სენაკში,  ფოთსა და ხურჩაში აქტიურ მუშაობას განაგრძობენ. მობილიზატორების დევნილებთან შეხვედრების დროს იკვეთება მოსახლეობის პრობლემები: სენაკში - კერამიკის ჩასახლებაში დღემდე არსებობს საცხოვრებელი ფართის დაკანონების პრობლემა. ამავე ჩასახლებაში მცხოვრებ ქალბატონს ბინაში წყალგაყვანილობასთან დაკავშირებული საკითხი აწუხებდა.  ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორებმა და იურისტ-კონსულტანტმა წერილით მიმართეს აბაშის, სენაკისა და ხობის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას. პრობლემა მოგვარებულია; წყალტუბოში -  კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრები დევნილებისთვის განსახლების თემა ისევ მთავარ პრობლემად რჩება, დაუზუსტებელმა ინფორმაციებმა მოსახლეობა ძალიან დაღალა. აღნიშნულს, ზაფხულის მოსვლასთან ერთად, მწერების გამრავლებაც დაერთო; პრობლემები აქვთ  ახალი დასახლების დევნილებსაც: მობინადრეები წუხილს გამოთქვამენ იმაზე, რომ  წყლით სასვსე სარდაფებში ქვეწარმავლების გაჩენის საშიშროებაა.

 

აღნიშნული ცენტრების მობილიზატორები, დევნილი თუ ადგილობრივი ქალები,  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მოსახლეობის პრობლემების მოგვარებისთვის აქტიურად მუშაობენ.

  

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 807 | დაამატა: admin | ტეგები: EED | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 53
სტუმარი: 53
მომხმარებელი: 0