პარასკევი, 29.03.2024, 11:23
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2012 » მაისი » 30 » იურიდიული კონსულტაციები დევნილი მოსახლეობისთვის
11:37
იურიდიული კონსულტაციები დევნილი მოსახლეობისთვის

 ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, სენაკი, ფოთი, ხურჩა)   დევნილ მოსახლეობასთან იურისტების შეხვედრების თემა იყო -  საოჯახო სამართალი, კერძოდ: ქორწინება და მისი ასაკი; განქორწინება და მისი სამართლებრივი გზები; ალიმენტი და მისი ოდენობის განსაზღვრა;  აგრეთვე - დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართის დაკანონებასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები.  

 

 შეხვედრებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ აღნიშნული თემები დევნილებისთვის აქტუალურია. განსაკუთრებული აქცენტი  საქორწინო ასაკსა (18 წელი) და ამ მხრივ, კანონით დაშვებულ გამონაკლისზე ( მშობლების წერილობითი თანხმობა არასრულწლოვანის ქორწინებაზე) გაკეთდა.

კონსულტაციებზე ითქვა, რომ ხშირად დევნილებში განქორწინება დამატებითი ფართის მიღების საშუალებად აღიქმება. დევნილებს განემარტათ, რომ  საკითხისადმი ასეთი მიდგომა მიზანშეწონილი არ არის.

კონსულტაციებზე, ასევე, დაკმაყოფილდა დევნილების ინტერესი საცხოვრებელ ფართებსა და ბინის ორდერებთან დაკავშირებით.

ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში იურიდიულ კონსულტაციებით სხვადასხვა ასაკისა და განათლების მქონე დევნილი თუ ადგილობრივი მოსახლეობა ინტერესდება (მათ შორის არიან სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები ).

მაისში, აღნიშნულ ცენტრებში 6 იურიდიული კონსულტაცია ჩატარდა.

  

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 1030 | დაამატა: admin | ტეგები: EED | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0