ქუთაისის იგპ ქალთა ჯგუფი, პროექტიდან გამომდინარე, ქუთაისის საკრებულოს მუშაობას დაესწრო. დღის წესრიგის მიხედვით საკრებულოს სხდომაზე განიხილებოდა მოსახლეობის ელექტროენერგიით და წყლით მომარაგების საკითხი, გაზიფიცირება, ქალაქის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხი. მონიტორინგის ჯგუფმა აღნიშნა, რომ საკრებულოში მხოლოდ ერთი ქალია და წამყვან ძალას მამაკაცები წარმოადგენენ.
ხონის საკრებულოს სხდომას ესწრებოდნენ ხონის იგპ ქალთა ჯგუფის წარმომადგენლები. სხდომაზე განხილულ იქნა 11 საკითხი, რომელიც ეხებოდა მუნიციპალიტეტისგამგეობის სხვადასხვა სამსახურების დებულებების დამტკიცებას. აღსანიშნავია, რომ ხონის საკრებულოში არც ერთი წევრი ქალბატონი არ არის.
იგპ ქალთა მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლები ესწრებოდნენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომას. სხდომაზე უარყოფითად იქნა შეფასებული შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების სერვისცენტრის" მუშაობა, რომელმაც ვერ უზრუნველყო წყალტუბოს წყლით მომარაგების უზრუნველყოფა. განხილულ იქნა ასევე საკითხი გაუქმებული ბიბლიოთეკების შესახებ, აღინიშნა, რომ მოკლე ხანში მოხდება წიგნების გადანაწილება.
პროექტი ხორციელდება საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით.