კვირა, 24.11.2024, 01:25
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2011 » თებერვალი » 28 » გოგონები საერთაშორისო დოკუმენტებს ეცნობიან
15:03
გოგონები საერთაშორისო დოკუმენტებს ეცნობიან

- რომელი საერთაშორისო დოკუმენტები იცავენ ქალთა უფლებებს, რამდენად იცნობენ ამ დოკუმენტებს ახალგაზრდა გოგონები -  ამ საკითხებზე ოთხი შეხვედრა ჩატარდა ქუთაისში, ხონში, წყალტუბოსა და ფოთში.

ახალგაზრდა გოგონები პეკინის პლატფორმას გაეცნენ და იმსჯელეს ამ დოკუმენტის მნიშვნელობაზე.

თამუნა კუხალაშვილი(ხონი): „ფონდი „სოხუმის" მიერ ჩატარებული შეხვედრები ინფორმაციული თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, სწორედ ამ შეხვედრებზე მივიღეთ ინფორმაცია საერთაშორისო დოკუმენტებზე. გავეცანით რეზოლუციას 1325, „სიდო", პეკინის პლატფორმა. ყველა ქალმა უნდა იცოდეს მათი არსებობა, რადგან ისინი ქალთა  მხარდაჭერას, მათი უფლებების დაცვას ემსახურებიან."

ხათუნა ლაკია(ფოთი): „ახალგაზრდა ქალმა თავიდანვე უნდა იცოდეს რისი უფლებები გააჩნია. ხშირად მიწევს საკუთარ მშობლებთან ამ თემაზე კამათი. რაც უფრო მეტი საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდება ახალგაზრდებთან ამ საკითხებზე, ხვალ და ზეგ მით უფრო ნაკლები იქნება ძალადობის ფაქტები ჩვენს საზოგადოებაში."     

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1022 | დაამატა: moderatori | ტეგები: EED | რეიტინგი: 2.0/1

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 31
სტუმარი: 31
მომხმარებელი: 0