მთავარი »
2014 » იანვარი » 23 » გენდერული საკონსულტაციო საბჭოს პირველი შეხვედრა სენაკში
11:45 გენდერული საკონსულტაციო საბჭოს პირველი შეხვედრა სენაკში |
| წარმატებით
დასრულდა გენდერული საკონსულტაციო საბჭოს პირველი შეხვედრა სენაკის
მუნიციპალიტეტის საკრებულოში.
საბჭოს წევრები
დაწვრილებით გაეცნენ პროექტის მიზნებსა და ამოცანებს, დაგეგმილ ღონისძიებებს.
არჩეულ
იქნა საბჭოს მმართველობა: თავმჯდომარედ - საკრებულოს წევრი ნატალია ხუბუა, მოადგილედ
- საკრებულოს წევრი მერაბ გეგელია.
შეკრებილებმა განიხილეს საბჭოს დებულება,
დასახეს მომავალი საქმიანობა.
საბჭოს წევრები აქტიური მუშაობისთვის არიან განწყობილნი, რათა
ადგილობრივ მთავრობასა და ბიუჯეტში გენდერული კომპონენტები დაინერგოს. მათ იმედი აქვთ,
რომ მიაღწევენ ცვლილებებს მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებითა და პრიორიტეტების
სწორი განლაგებით.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით
|
|
კატეგორია: შეხვედრები |
ნანახია: 791 |
დაამატა: admin
| რეიტინგი: 0.0/0 |