მთავარი »
2013 » ივლისი » 11 » „გარკვეული ცვლილებები იგეგმება ქალთა მხარდასაჭერად“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან შეხვედრისას
00:04 „გარკვეული ცვლილებები იგეგმება ქალთა მხარდასაჭერად“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან შეხვედრისას |
| - გამორჩეულად მიყვარს ჟურნალისტის პროფესია. ვაფასებ
თქვენს ღვაწლს. ვეცდები, მეტად ვითანამშრომლო რეგიონალურ მედიასთან, - ამ სიტყვებით
მიესალმა ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა
ბესელია ჟურნალისტებს, რომლებიც გაზეთ „P.S."-თან და ინტერნეტგამოცემა psnews.ge-თან არსებულ პრესკლუბში შეიკრიბნენ.
ქალბატონმა ეკამ უპასუხა შეკითხვებს ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით.
შეხვედრას ფონდი „სოხუმის" წარმომადგენელიც
ესწრებოდა. მის შეკითხვაზე ქალთა მხარდაჭერის თაობაზე, ქალბატონმა ეკამ უპასუხა: -
ჩვენთვის პრიორიტეტულია გენდერული საკითხები. როგორც პარლამენტის გენდერული
თანასწორობის საბჭოს წევრი, ამ კუთხითაც
ვმუშაობ. ხშირად ვფიქრობ, მართლაც მეტნი უნდა ვიყოთ გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებში,
რომ სასიკეთო შედეგებს მივაღწიოთ. უახლოეს მომავალში დაგეგმილი გვაქვს საკანონმდებლო
ცვლილებები და სხვადასხვა სახის პროექტის განხორციელება ქალთა მხარდასაჭერად.
განსაკუთრებით გაძლიერდება მუშაობა 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის.
ეკა ბესელიამ მიმართა მედიას, ამ კუთხითაც
გაააქტიუროს საქმიანობა. |
|
კატეგორია: შეხვედრები |
ნანახია: 756 |
დაამატა: admin
| რეიტინგი: 0.0/0 |