მოძრავმა სადისკუსიო კლუბმა მოძრაობა ვანის მიმართულებით დაიწყო. დისკუსიის თემა - „ქალის ადგილი საზოგადოებაში". დისკუსიაში ვანის №1 და №2 საჯარო სკოლის მეათე - მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
დებატები საკმაოდ მწვავედ წარიმართა, მონაწილეებს თემასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსზრებები ჰქონდათ. მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი დისკუსია მათთან არასოდეს ჩატარებულა. გამოთქვეს სურვილი მსგავს ღონისძიებებში მომავალშიც მიიღონ მონაწილეობა. |