ამომრჩეველ ქალთა კლუბმა საქმიან, სამუშაო ვითარებაში ჩაიარა. - კლუბს სხვადასხვა სპექტრის წარმომადგენელი ქალბატონები ესწრებოდნენ -დევნილები, პოლიტიკური პარტიის წევრები, პედაგოგები, დიასახლისები, მრავალშვილიანი დედები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
დიდი დაინტერესება გამოიწვია ფონდი „სოხუმის"წარმომადგენელთა მიერ მიწოდებულმა ინფორმაციამ, ისრაელში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ.
მოეწყო განხილვა ფონდი „სოხუმის" საკანონმდებლო ინიციატივისა - 600 ლარიანი დახმარება მშობიარე ქალებს. კლუბის წევრები მიესალმებიან ამ ინიციატივას და აღნიშნავენ რომ მსგავსი საკანონმდებლო ცვლილებები ერის გამრავლებას შეუწყობს ხელს
ორსაათიანი შეხვედრის დასასრულსკლუბის ერთ-ერთი წევრის მანანა ბუკიას წიგნის - „გენდერული თანასწორობის ქართული ფესვების" პრეზენტაცია მოეწყო. წიგნი საჩუქრად გადაეცათ ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებსაც.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)