- პოლიტიკაში ქალთა სიმცირე სერიოზულ პრობლემებს უქმნის ჩვენს საზოგადოებას, - აღნიშნავს ოზურგეთის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრი ნანა სარიშვილი და მას დანარჩენებიც ცალსახად ეთანხმებიან.
განახლებულმა ქალთა კლუბმა აქტიურად იმსჯელა რეგიონში არსებულ პრობლემებზე. ისაუბრეს მიგრაციაზე, უმუშევრობაზე, ფასიან სამედიცინო მომსახურებაზე, მძიმე სამუშაო პირობებზე, რომლებსაც ძირითადად ქალები ასრულებენ თხილის გადამამუშავებელ მინი-საამქროებში. განხილვის საგანი გახდა დეკრეტული შვებულებები, ასაკობრივი ცენზის საკითხი სამუშაოს ძიებისას.
კლუბის წევრები თვლიან, რომ პოლიტიკაში ქალთა მოსვლის შემთხვევაში სწორედ ეს პრობლემები გახდება პრიორიტეტული.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)