შეხვედრაზე ადვოკატირების ხუთკაციანმა ჯგუფმა გასულ თვეს ჩატარებული მუშაობის მოკლე ანგარიში წარმოადგინა.
ჯგუფის წევრების
თქმით, ხონის სამხედრო დასახლებაში მცხოვრებ დევნილთა პრობლემები (ნაგვისა და
წყლის მოსაკრებელთან დაკავშირებით) გააცნეს ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის
მოადგილეს, ბესარიონ ჭელიძეს. პასუხიც მალე მიიღეს: „მუნიციპალიტეტში განიხილება ხონის
სამხედრო დასახლებაში მცხოვრები, სოციალურად დაუცველიოჯახების წყლისა და ნაგვის მოსაკრებლისგან გათავისუფლებისსაკითხი (ასეთი ოჯახები ადგილობრივი ბიუჯეტიდან
დაფინანსდებიან)", - ელისო ჯიქია (ხონის ამომრჩეველ ქალთა კლუბის ლიდერი,
ჟურნალისტი).
კლუბის შეხვედრაზე ჩატარდა ერთსაათიანი ვორკ-შოპი
ადვოკატირების თემაზე: „სამოქალაქო ადვოკატირების სტრატეგია და ტაქტიკა".
დასასრულს, ფონდი „სოხუმის" მიერ წყალტუბოს ამომრჩეველ
ქალთა კლუბის ადვოკატირების ჯგუფის მიერ გაწეულ მუშაობაზეგაკეთებული ტელესიუჟეტის ჩვენება გაიმართა.
პროექტი ხორციელდება
დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)