პარასკევი, 29.03.2024, 12:50
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2015 » თებერვალი » 15 » დევნილთა საჭიროებები - „რიონის“ ეთერით
09:51
დევნილთა საჭიროებები - „რიონის“ ეთერით

ტელეკომპანია „რიონის“ ეთერში გასული სიუჟეტი ქუთაისის დევნილთა საცხოვრებლებზე - სამი კოლექტიური ცენტრის შესახებ მოგვითხრობს.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე საწარმოს კოლექტიურ ცენტრში საგანგაშო მდგომარეობაა. ფანჯრებს არა აქვს მინები, დაბზარულია ჭერი, აყრილია იატაკი. მეორე სართულზე 60 ადამიანისათვის მხოლოდ ერთი პირობითად სველი წერტილი და საპირფარეშოა.

დევნილები პრეტენზიებს გამოთქვამენ განსახლების კრიტერიუმების მიხედვით მინიჭებულ ქულებთან დაკავშირებით, ითხოვენ ახალ ალტერნატიულ ფართს.

მეორე კოლექტიური ცენტრი, რომელიც „რიონის“ კამერაში მოხვდა, ჭომაში მდებარეობს. ყოფილი სკოლა-ინტერნატის შენობის ძირითადი პრობლემაა გადახურვა. მცხოვრებლები ითხოვენ გადახურვას თანადაფინანსებით.

სასმელი წყლის პრობლემაზე საუბრობენ მესამე კოლექტიურ ცენტრში „აფხაზეთი“. აქ შენობის ჭერი ავარიულ მდგომარეობაშია, წვიმის დროს კი კედლები სველდება.

 

სიუჟეტი მომზადდა ფონდი „სოხუმის“ კოალიციური პროექტის „ქ. ქუთაისში განსახლებული იგპ-თა ჩართვა მუნიციპალურ 2015 წლის ბიუჯეტის განხილვასა და ადვოკატირების პროცესში თავიანთ სპეციფიკურ მოთხოვნათა გათვალისწინების მიზნით“ ფარგლებში.

 

კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 696 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0