სამშაბათი, 23.04.2024, 17:09
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2015 » თებერვალი » 6 » სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭო ახალ პროექტზე მუშაობს
19:56
სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭო ახალ პროექტზე მუშაობს

 

ფონდი „სოხუმი“ სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოსთან ერთად  ახორციელებს პროექტს, რომელიც ითვალისწინებს მუშაობას საბავშვო ბაღების პედაგოგებთან და აღსაზრდელთა მშობლებთან ეკო-სანიტარიის, გენდერისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე.

4-6 თებერვალს პროექტის ფარგლებში გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრებისთვის ჩატარდა მწვრთნელთა მოსამზადებელი ტრენინგი.

სამი დღის განმავლობაში ისინი მუშაობდნენ თემებზე: ნარჩენების მართვა, წყლის მართვა და სანიტარია, გენდერული ძალადობა, ბავშვების გენდერული განვითარება, ბავშვთა მიმართ ძალადობის ფსიქო-სოციალური ასპექტები.

ტრენინგის მონაწილეებმა შეისწავლეს აგრეთვე  მწვრთნელისთვის საჭირო უნარ-ჩვევები, რომელთაც გამოიყენებენ  ვორკშოპების ჩატარებისას სენაკის საბავშვო ბაღებში პედაგოგებთან და აღსაზრდელთა მშობლებთან.

პროექტი დაფინანსებულია სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობისა და ფონდი „სოხუმის“ მიერ.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 829 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0