ხუთშაბათი, 28.03.2024, 20:49
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2015 » თებერვალი » 15

 

„ძალიან მინდა, საწყის ეტაპზე საბავშვო ბაღები იყოს გენდერული განათლების კერა“, - აღნიშნა ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარემ ირმა პეტრიაშვილმა საბჭოს მე-13 სხდომაზე.

მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, აღზრდის პროცესში გენდერული კომპონენტების დანერგვის მიზნით, საბჭომ მოამზადოს პროექტი სკოლამდელ დაწესებულებებში  აღმზრდელთა გადამზადების კუთხით და წარადგინოს იგი თანადაფინანსებისთვის საკრებულოს სხდომაზე.   

დაადგინეს, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა ჩაატარონ კვლევა, რამდენად არიან ინფორმირებულნი საბავშვო ბაღების დირექტორები, აღმზრდელები, ფსიქოლოგები სახელმწიფო სტანდარტების შესახებ სკოლამდელ დაწესებულებებში. 

განხილულ იქნა ქუთაისის სკოლებში ბულინგის პრობლემის გამწვავების საკითხი   და მოაზრებულ იქნა იდეები მისი პრევენციისთვის.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 771 | დაამატა: admin | თარიღი: 16.02.2015

რადიო „ძველი ქალაქის“ ეთერით სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობის ამსახველი სიუჟეტი გავიდა. გაშუქდა საკითხები, რომელთა ადვოკატირებასაც ეწევა სენაკის ამომრჩეველ ქალთა კლუბი გენდერულ საკონსულტაციო საბჭოსთან და ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით - მათ შორის სენაკში მცხოვრები დევნილთა ჯგუფების საყოფაცხოვრებო პირობების, ფართების დაკანონების საკითხები.

რადიოსიუჟეტმა იმ პროექტზეც მოგვითხრო, რომელსაც გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები ახორციელებენ სკოლამდელ დაწესებულებებში გენდერული განათლების კუთხით. ამ პროექტის ფარგლებში ჩატარებულ ტრენინგზე გამოიკვეთა აღზრდის კუთხით არსებული პრობლემები, ბავშვთა მიმართ ძალადობის ფსიქო-სოციალური ასპექტები.

საბჭოს წევრებმა ისაუბრეს პროექტის ფარგლებში ჩასატარებელ აქტივობებზეც. ითქვა, რომ პროექტის აქტუალურობა კიდევ უფრო გამოიკვეთა.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: რადიოგადაცემები | ნანახია: 772 | დაამატა: admin | თარიღი: 16.02.2015

ტელეკომპანია „რიონის“ ეთერში გასული სიუჟეტი ქუთაისის დევნილთა საცხოვრებლებზე - სამი კოლექტიური ცენტრის შესახებ მოგვითხრობს.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე საწარმოს კოლექტიურ ცენტრში საგანგაშო მდგომარეობაა. ფანჯრებს არა აქვს მინები, დაბზარულია ჭერი, აყრილია იატაკი. მეორე სართულზე 60 ადამიანისათვის მხოლოდ ერთი პირობითად სველი წერტილი და საპირფარეშოა.

დევნილები პრეტენზიებს გამოთქვამენ განსახლების კრიტერიუმების მიხედვით მინიჭებულ ქულებთან დაკავშირებით, ითხოვენ ახალ ალტერნატიულ ფართს.

მეორე კოლექტიური ცენტრი, რომელიც „რიონის“ კამერაში მოხვდა, ჭომაში მდებარეობს. ყოფილი სკოლა-ინტერნატის შენობის ძირითადი პრობლემაა გადახურვა. მცხოვრებლები ითხოვენ გადახურვას თანადაფინანსებით.

სასმელი წყლის პრობლემაზე საუბრობენ მესამე კოლექტიურ ცენტრში „აფხაზეთი“. აქ შენობის ჭერი ავარიულ მდგომარეობაშია, წვიმის დროს კი კედლები სველდება.

 

სიუჟეტი მომზადდა ფონდი „სოხუმის“ კოალიციური პროექტის „ქ. ქუთაისში განსახლებული იგპ-თა ჩართვა მუნიციპალურ 2015 წლის ბიუჯეტის განხილვასა და ადვოკატირების პროცესში თავიანთ სპეციფიკურ მოთხოვნათა გათვალისწინების მიზნით“ ფარგლებში.

 

კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 695 | დაამატა: admin | თარიღი: 15.02.2015

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0