ხუთშაბათი, 28.03.2024, 20:49
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2015 » იანვარი » 21

წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის იურისტი შეხვდა სასტუმრო „მედეას“ კოლექტიურ ცენტრში მცხოვრებ დევნილებს. იურიდიული საინფორმაციო შეხვედრაზე განხილულ იქნა თემა „კანონი ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ  და საკანონდებლო ინიციატივები“.

შეხვედრის თემამ დააინტერესა მონაწილეები. დაისვა ბევრი შეკითხვა, რომელზეც იურისტმა ამომწურავი პასუხი გასცა.

შეხვედრაზე შეკრებილებმა მიიღეს ინფორმაცია დევნილთა განსახლების საკითხებზეც, რაც ამ ეტაპზე მეტად აქტუალურია.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 700 | დაამატა: admin | თარიღი: 21.01.2015

სენაკის ყოფილი სასტუმრო „ეგრისის“  შენობა რეაბილიტირებულია, მაგრამ იქ მცხოვრები  33 დევნილი ოჯახის წევრებმა ფონდი „სოხუმის“ ასისტენტის მიერ ჩატარებულ საინფორმაციო შეხვედრაზე ყველაზე მწვავე პრობლემები დაასახელეს - არ არის გაზი, დევნილთა ნაწილი ფართის დაკანონების მოლოდინშია, პირველი სართულის ფოიეში ჭერი ნახევრად ჩამონგრეულია, სარდაფში კი ანტისანიტარიაა.

დევნილები შენობის პირველი სართულის რეაბილიტაციას ადგილობრივ სახელმწიფო სტრუქტურებს სთხოვენ.

შეხვედრაზე გაჟღერებული პრობლემები იმ დღესვე დაისვა სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე. გადაწყდა, სასწრაფოდ გაიმართოს დევნილების შეხვედრა საბჭოს წევრებთან და იმ სტრუქტურების წარმომადგენლებთან, რომელთაც ხელეწიფებათ ამ საკითხების გადაჭრა.

 

პროექტი  ხორციელდება  გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის  ფონდის  მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 692 | დაამატა: admin | თარიღი: 21.01.2015

სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მე-12 სხდომა გენდერული პოლიტიკის განხორციელების დასაწყისად იქცა - მალე დაიწყება აქტივობები საბჭოს მიერ შემუშავებული პროექტისა, რომელიც დაფინანსდა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ფონდი „სოხუმის“ მიერ. შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ და განიხილეს ახალი საპროექტო იდეები გენდერული პოლიტიკის განხორციელების მიზნით შემუშავებული რეკომენდაციებიდან.

სხდომა აქტიური დისკუსიით და დასმული პრობლემების სიმრავლით გამოირჩეოდა.  შეკრებილთა ყურადღება მიიპყრო კოლექტიურ ცენტრ „ეგრისის“ და საჯარო ბიბლიოთეკის პრობლემებმა (ეს პრობლემები გამოვლინდა დევნილებთან ჩატარებული საინფორმაციო შეხვედრის და პროექტის იურისტის საკონსულტაციო შეხვედრის შედეგად).

-ჩვენ შევისწავლით სიტუაციას და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, - აღნიშნა ნანა ალანიამ, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს და საკრებულოს სოციალურ საკითხთა თავმჯდომარემ.    

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 743 | დაამატა: admin | თარიღი: 21.01.2015

ფონდი „სოხუმის“ იურისტი შეხვდა სენაკის საჯარო ბიბლიოთეკის მომუშავე პერსონალს. გამოიკვეთა სხვადასხვა სახის პრობლემები - მოშლილი სველი წერტილი, მწყობრიდან გამოსული საკანალიზაციო მილები. ამის თაობაზე იციან კულტურის სამსახურში, რომელიც საკითხს სვამს კომპეტენტური ორგანოების წინაშე, მაგრამ ჯერჯერობით არანაირი რეაგირება არ არის.

შეხვედრის შემდეგ იურისტმა პრობლემის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა გენდერულ საკონსულტაციო საბჭოს, რომლის სხდომაც ტარდებოდა მუნიციპალიტეტში. გადაწყდა, რომ ჩატარდება რიგგარეშე სხდომა და სხვა პრობლემებთან ერთად ხელს შეუწყობენ ბიბლიოთეკის პრობლემების მოგვარებასაც.

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 684 | დაამატა: admin | თარიღი: 21.01.2015

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  ჟიული შარტავას სახელობის მე-6 სკოლაში (ქუთაისი) ჩატარდა ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდული კლუბის საინფორმაციო შეხვედრა. მასში მონაწილეობა მიიღო 14 ახალგაზრდამ. ისინი დააინტერესა ძალადობის თემამ და გაიმართა  აქტიური დისკუსია.

შეხვედრის დასასრულს შეიქმნა მოხალისეთა ჯგუფი, დაიგეგმა საინტერესო ღონისძიებები.

სკოლის ერთ-ერთმა  პედაგოგმა აღნიშნა, რომ ამ თემაზე სკოლებში ნაკლებად საუბრობენ და კარგია, რომ ფონდი „სოხუმი“ მსგავს შეხვედრებს ჩაატარებს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)C

 

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 695 | დაამატა: admin | თარიღი: 21.01.2015

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0